100 მშრალი მატჩი ნაკრებში - იკერ კასილიასმა მორიგი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე იკერ კასილიასმა თავის პროფესიულ კარიერაში მორიგი რეკორდი დაამყარა.

13 ნოემბერს, ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, იკერმა კარი მშრალად შეინახა (2:0). ამ შედეგით ესპანელი ერთადერთ მეკარედ იქცა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ეროვნული ნაკრების კარის მშრალად შენახვა 100-ჯერ მოახერხა.

ამასთანავე, "პორტოს" გოლკიპერმა რეკორდი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობის მხრივაც დაამყარა, რომელიც აქამდე ლატვიელ ვიტალი ასტაფიევს ეკუთვნოდა. 34 წლის მეკარემ ნაკრების მაისურით 165-ე შეხვედრა ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული