ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური გუნდის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ექიმებმა შესაძლოა 28 წლის ფორვარდს მოედანზე ყოფნა მხოლოდ 30 წუთით დართონ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის გასამართი მატჩი 21 ნოემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.