ფეხბურთელმა არც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა გამორიცხა, რომლის ღირსებასაც 2003-დან 2009 წლამდე იცავდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ახლა "რეალში" თავს ბედნიერად ვგრძნობ.
კარიერის დასრულება უმაღლეს დონეზე მსურს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკასა და ყატარში კარიერის დასრულება ცუდია, მაგრამ ჩემს თავს იქ ვერ ვხედავ", - თქვა პორტუგალიელმა.