"ნიუ იორკ კოსმოსის" რიგებში რაულმა ჩრდილოამერიკული ლიგის პლეი ოფში "ოტავა" ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ეს შეხვედრა ესპანელი ფეხბურთელისთვის კარიერაში ბოლო მატჩი გამოდგა.
რაული "ნიუ იორკ კოსმოსში" 2014 წლიდან თამაშობდა. მანამდე კი მას "ალ-სადში", "შალკესა" და მადრიდის "რეალში" უთამაშია.
"სამეფო კლუბის" მაისურით მან 6-ჯერ მოიგო ლა ლიგა და 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.
მიმდინარე წლის NASL-ის 30 შეხვედრაში რაულმა 9 გოლი გაიტანა.