ლეგენდარულმა ესპანელმა თავდამსხმელმა რაულმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ესპანელმა თავდამსხმელმა რაულმა კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა.

"ნიუ იორკ კოსმოსის" რიგებში რაულმა ჩრდილოამერიკული ლიგის პლეი ოფში "ოტავა" ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ეს შეხვედრა ესპანელი ფეხბურთელისთვის კარიერაში ბოლო მატჩი გამოდგა.

რაული "ნიუ იორკ კოსმოსში" 2014 წლიდან თამაშობდა. მანამდე კი მას "ალ-სადში", "შალკესა" და მადრიდის "რეალში" უთამაშია.

"სამეფო კლუბის" მაისურით მან 6-ჯერ მოიგო ლა ლიგა და 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

მიმდინარე წლის NASL-ის 30 შეხვედრაში რაულმა 9 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი სპორტსმენი და უბრლაოდ კაი ტიპი
levan
17:43 16-11-2015
0
რაული იყო არამედ რეალის არამედ მსოფლიოს ლეგენდა, მართალია რეალში დამხო მისი რეკორდები(რონალდო)მაგრამ რაული რაგაც სულ სხვა შარმის მატარებელი ფეხბყრთელო იყო მე დარწმუნებული ვარ რომ რაულმა ბევრ ადამიანს შეაყვარა ფეხბურთი სამუდამოდ.
byograf atilla
18:21 16-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული