"ელ კლასიკო" ესპანური ბრენდია! კატალონია - ესპანეთია, ესპანეთი - კატალონიაა"

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა კარსმომდგარი "კლასიკოს" წინ საკუთარ სიმპათიებზე ისაუბრა.

ლა ლიგის მმართველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მადრიდული გუნდის გულშემატკივარია.

მან კომენტარი იმაზეც გააკეთა, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ "ბარსა" მართლაც გამოეყოს ესპანეთის ჩემპიონატს და კატალონიელები სხვა ლიგაში გადაბარგდნენ, რაც მადრიდელებთან მათ დაპირისპირებას წაგვართმევს...

- არის საფრთხე, რომ "ელ კლასიკო" ლა ლიგაში ვეღარ ვიხილოთ?
- არა. ესპანეთი სახელმწიფოა, რომლის მთავრობაც კანონს იცავს. კატალონია - ესპანეთია, ესპანეთი - კატალონიაა. "კლასიკო" არასოდეს დატოვებს ქვეყნის ფარგლებს. ეს დაპირისპირება ჩვენი
ჩემპიონატის ბრენდი, სავიზიტო ბარათია.

- შეგიძლიათ ზუსტად გვითხრათ აუდიტორიაზე, ადამიანების რაოდენობაზე, რომლებიც "ელ კლასიკოს" ადევნებენ თვალყურს?
- რთული სათქმელია, 500-600 მილიონი.

- სიმპათიები უფრო რომლისადმი გაქვთ - "ბარსა" თუ "რეალი"?
- არც ერთისადმი. მე ვარ ყველასკენ ან არავისკენ, გადაწყვეტილებების მიღებაზე ჩემი სიმპათიები არ მოქმედებს.

- ანუ ეს ხელს გიშლით იმის თქმაში, თუ რომელ კლუბს გულშემატკივრობთ?
- არა. ჩემი ოთხი შვილი "რეალს" ქომაგობს. მგონი, ცხადია, რომ მათი მამაც. თუმცა ემოციები არასოდეს ახდენს გავლენას ჩემს საქმიანობაზე.

სიმპათიები არანაირი გადაწყვეტილებისკენ არ მიბიძგებს, მხოლოდ ფაქტებით ვხელმძღვანელობ. თუ რომელ გუნდს ვგულშემატკივრობ, ამის ართქმა და დამალვა ფარისევლობა იქნებოდა. მადრიდელი ვარ, 27 "კლასიკოს" დავსწრებივარ და მეგობრებთან ერთად ბარში თუ სხვადასხვა ადგილას მიყურებია ამ დაპირისპირებისთვის და ნამდვილად ვერ და არ მოვიტყუები, რომ "რეალის" ქომაგი არ ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენი დემოკრატია ეტყობა კოსოვოთი შემოიფარგლება
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული