ლიონელ მესი "კლასიკოში" ითამაშებს და თან, adidas-ის ახალ ბუცებს დაარეკლამებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი მადრიდის "რეალთან" მომავალ დაპირისპირებაში ითამაშებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Sport-ი იუწყება.

როგორც ირკვევა, მომავალ "ელ კლასიკოში", რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, არგენტინელი ვარსკვლავი მოედანზე ყველა შემთხვევაში გამოჩნდება და ფირმა adidas-ის ახალ ბუცებს რეკლამას გაუკეთებს. მესის "რეალთან" თამაში ეჭვს აღარ ბადებს, რადგან ბოლო ვარჯიშზე ის სრულებით ჯანმრთელი ჩანდა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხის ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში, "ლას-პალმასთან" შეხვედრაში მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული