როგორც ირკვევა, მომავალ "ელ კლასიკოში", რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, არგენტინელი ვარსკვლავი მოედანზე ყველა შემთხვევაში გამოჩნდება და ფირმა adidas-ის ახალ ბუცებს რეკლამას გაუკეთებს. მესის "რეალთან" თამაში ეჭვს აღარ ბადებს, რადგან ბოლო ვარჯიშზე ის სრულებით ჯანმრთელი ჩანდა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხის ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში, "ლას-პალმასთან" შეხვედრაში მიიღო.