"ელ კლასიკო" არ გადაიდება

AutoSharing Option
საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების სერიის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოახლოებული "ელ კლასიკო" შეიძლება გადაიდოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ამ მიზეზით, ბელგია-ესპანეთისა და გერმანია-ჰოლანდიის ამხანაგური შეხვედრები არ ჩატარდა.

მაგრამ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ხორხე ფერნანდეს დიასის განცხადებით, 21 ნოემბერს, მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დანიშნული "რეალისა" და "ბარსელონას" მატჩი არ გადაიდება.

"ამ ეტაპზე ნამდვილად არ განვიხილავთ შეხვედრის ჩაშლის ან გადადების ვარიანტებს. შესაბამისი ძალები "სანტიაგო ბერნაბეუს" გარედანაც გააკონტროლებენ. ისინი ძალიან ინტენსიურად იმუშავებენ", - თქვა მინისტრმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული