ლუის ენრიკე: თამაშამდე საათით ადრე გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა მესი

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, გუნდის არგენტინელ ფორვარდზე ლიონელ მესიზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ ფეხბურთელი მადრიდის "რეალთან" სათამაშოდ ბოლომდე მზად არაა.

"მესი გუნდთან ერთად ერთ რიტმში ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, ფიზიკურად 100%-ით მზად არ არის. თამაშამდე ერთი საათით ადრე გადავწყვეტთ, გამოვა თუ არა ის მოედანზე "რეალის" წინააღმდეგ", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება დღეს, 21 ნოემბერს, ჩვენი დროით 21:15 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული