ლა ლიგა. XII ტური: "ბარსელონამ" "რეალი" მადრიდში გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
21 ნოემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურის თამაშში მადრიდის "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონას" უმასპინძლა და 0:4 წააგო.

მე-11 წუთზე სერხი რობერტოს პასით ანგარიში ლუის სუარესმა გაიტანა.

39-ე წუთზე ანდრეს ინიესტას პასით ანგარიში ნეიმარმა გაზარდა.

53-ე წუთზე ნეიმარმა ქუსლით გაუკეთა საგოლე პასი ინიესტას - 0:3.

74-ე წუთზე ჟორდი ალბამ საგოლე პასით სუარესს დუბლი შეასრულებინა - 0:4.

85-ე წუთზე ნეიმართან უხეშობისთვის მსაჯმა ისკო გააძევა.

რეალი-ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 სუარესი (11), 0:2 ნეიმარი (39), 0:3 ინიესტა (53), 0:4 სუარესი (74)
რეალი: ნავასი, დანილო, ვარანი, რამოსი, მარსელო (59.
კარვახალი), მოდრიჩი, კროოსი, როდრიგესი (55. ისკო), ბეილი, ბენზემა, რონალდო
ბარსელონა: ბრავო, ალვეში, მასკერანო (27. მატიო), პიკე, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (57. მესი), ნეიმარი, სუარესი, ინიესტა (77. ელ ჰადადი)

იხილეთ ვიდეო:
Sportall.Ge

სოსიედადი-სევილია 2:0
გოლები: 1:0 აგირეჩე (73), 2:0 ჩაბი პრიეტო (77)

ესპანიოლი-მალაგა 2:0
გოლები: 1:0 ე. პერესი (6), 2:0 ე. პერესი (20)

ვალენსია-ლას პალმასი 1:1
გოლები: 1:0 პ. ალკასერი (8), 1:1 ვიერა (57)

დეპორტივო-სელტა 2:0
გოლები: 1:0 ლ. პერესი (23), 2:0 ჯონი (94)
შენიშვნა: ნოლიტომ (სელტა) ვერ გაიტანა პენალტი (26)

1. ბარსელონა - 30 ქულა; 2. რეალი - 24; 3. ატლეტიკო - 23; 4. სელტა - 21; 5. ვილიარეალი - 20.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ბედნიერებაა რომ შეგვიძლია დავტკბეთ ისეთი გუნდის თამაშით როგორიცაა ბარსელონა!ის და მესი სულ ცოტა ერთი თავით მაღლა დგას ყველა სხვა დანარჩენზე.
გია
15:52 26-11-2015
0
თანაც,ფაქტიურად,მესის გარეშე მოუგო....
dima
03:37 23-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული