მარსელო: გულშემატკივარს ბოდიში უნდა მოვუხადოთ

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" განცდილი მარცხის შემდეგ მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ, კომენტარი გააკეთა.

"მძიმე სიტუაციაა. სამწუხაროა, რომ ჩვენივე გულშემატკივრის თვალწინ ვერაფერი გავაკეთეთ. გუნდთან ერთად აუცილებლად გავარჩევთ მატჩს და დასკვნებს გამოვიტანთ.

მანამდე კი გულშემატკივარს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. ისინი ასეთ ანგარიშს არ ელოდნენ. მათ აქვთ უფლება უკმაყოფილება სტვენით გამოხატონ, მაგრამ ყველა შეხვედრაში გამარჯვებას ვცდილობთ", - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბი" საკუთარ მოედანზე ანაგრიშით 0:4 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული