"ნებისმიერი მარცხი მტკივნეულია. სიტუაციის გამოსასწორებლად ახლა მუშაობა გვმართებს.
ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ, რომელმაც შეცდომები არ გვაპატია.
ასეთი ფორმით როცა აგებ, სათქმელი დიდად არაფერია.
ფეხბურთელთა იმ ჯგუფიდან, რაც გამაჩნია, ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობას ვირჩევ. თუ რაღაც არ გამოდის, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იტვირთოს.
ახლა მატჩს ინდივიდუალურად გავაანალიზებთ და შემდეგი შეხვედრისთვის მოვემზადებით", - თქვა ბენიტესმა.