იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიური "რომადან" ბოსნიელი ნახევარმცველის,
მირალემ პიანიჩის გადმობირებას ეცდება.
კატალონიელები მზად არიან, "რომას" ბოსნიელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადონ.
შეგახსენებთ, რომ პიანიჩი სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს.