"მომავალ სეზონში მადრიდის "რეალში" დაბრუნება? რატომაც არა?! ეს პსჟ-სა და ლონდონის "ჩელსისაც" ეხება. ამ გუნდებში მუშაობისას თავს კარგად ვგრძნობდი.
სეზონის დასრულებამდე მსურს დავიცადო და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ. რამდენიმე კლუბისთვის უარის თქმა უკვე მომიწია.
რაფაელ ბენიტესის სიტუაცია? მეც მეუბნებოდნენ: "ფლორენტინო პერესს დაეყრდენი".
ერთი კვირის წინ კრიშტიანო რონალდოს ვესაუბრე და ბენიტესთან ცუდ ურთიერთობაზე ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია", - განაცხადა იტალიელმა.