გაგიკვირდებათ და, "რეალი" საგოლე მომენტების შექმნაში საკმაოდ ეფექტური იყო, ოღონდ შორეული დარტყმებისა და კონტრშეტევების წყალობით. ცუდი ისაა, რომ "სამეფო კლუბი" დაგვირგვინებაში მოიკოჭლებდა (რბილად ნათქვამია).
"რეალის" ფეხბურთელები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ძალიან ბევრჯერ დაჯარიმდნენ. სხვათა შორის, მასპინძლებს ბურთის ფლობა "ბარსას" ნახევარზე ურიგო არ ჰქონდათ და არც შორი მანძილიდან დარტყმებს ერიდებოდნენ.
"ბარსა" ბურთს დიდებულად აკონტროლებდა და ქმნიდა
* "რეალმა" კარისკენ 13-ჯერ დაარტყა და ვერ გაიტანა (0% ეფექტურობა), "ბარსელონამ" კარისკენ 18-ჯერ დაარტყა და 4 გაიტანა (22%).
* "ბარსას" დარტყმების 77% მოდის ღია თამაშიდან, "რეალის" - 53%.
* "რეალის" შეტევებში უფრო მარჯვენა ფლანგი აქტიურობდა - 40%, "ბარსელონას" შემთხვევაში - მარცხენა - 42%.
* "რეალის" დარტყმების 69% შესრულდა ცენტრალური ზონიდან, "ბარსელონასი" - 72%.
* დარტყმები საჯარიმოს გარედან - "რეალი" (54%), "ბარსელონა" (28%).
* ბურთი 49% ცენტრში იყო, 29% "ბარსას" მესამედზე, 22% - "რეალის".
* "რეალის" ფეხბურთელებმა გააკეთეს 467 პასი, "ბარსასი" - 658 პასი.
* მოკლე პასები - "რეალი" - 392, "ბარსა" - 602.
* "რეალის" 27 ჩაწოდება "ბარსას" 7-ის წინააღმდეგ.
სტატისტიკური შეფასებები
მატჩის საუკეთესო იყო ნეიმარი. ბრაზილიელმა, რომლის ანგარიშზეც გოლი და საგოლე პასია - 10-დან 9,7 ბალი მიიღო. მან ჩამოიტოვა ანდრეს ინიესტა (9,4), ლუის სუარესი (8,7), კლაუდიო ბრავო (8,7) და ჟორდი ალბა (7,8). "რეალში" საუკეთესო შეფასება მარსელოს (6,8) ჰქონდა, რომელმაც მხოლოდ "ბარსას" სამ ფეხბურთელს (მასკერანო, მესი, ელ ჰადადი) აჯობა. 6,6 ბალი მიიღო რაფაელ ვარანმა, 6,5-6,5 - კრიშტიანო რონალდომ და გარეთ ბეილმა. ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო ისკომ (5,4), რომელიც გააძევეს.
ყველაზე მეტი დარტყმა: სუარესი, ნეიმარი - 4-4.
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: კროოსი.
პასის სიზუსტე: ინიესტა, პიკე, რაკიტიჩი - 96%
ყველაზე მეტი დრიბლინგი: ინიესტა - 4.
ყველაზე მეტი მოგებული საჰაერო დუელი: რონალდო - 4.
ყველაზე მეტი მოგებული ორთაბრძოლა: ბუსკეტსი - 5.
ყველაზე მეტი ბურთის დაკარგვა: ნეიმარი - 4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"