რაფაელ ბენიტესი მოხსნას გადაურჩა

AutoSharing Option
"რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს გუნდის ამჟამინდელ თავკაც რაფაელ ბენიტესს და მის მოხსნას არ აპირებს.

კლუბის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდოს მსგავსი არაფერი უთქვამს ბენიტესზე, რაც პრესაში დაიბეჭდა:

"დღეს "რეალის" დირექტორთა საბჭო შეიკრიბა, მიმდინარე მოვლენების ანალიზისთვის. ჩვენი დასკვნა ურყევია - ბოლომდე ვენდობით რაფაელ ბენიტესს და მისი იმედი გვაქვს. ფეხბურთელები ინდომებენ, "ბარსელონასთან" გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ ფეხბურთელების განწყობა საუკეთესო იყო, ისინი ბოლომდე იბრძოდნენ.

რონალდოს არასოდეს უთქვამს,
რომ გუნდი ბენიტესთან ერთად ვერაფერს მოიგებს. უკვე მკაფიოდ გამოვხატე, რომ ბენიტესი ის არის, ვინც გუნდს ესაჭიროება ის რჩება, ისევე, როგორც რონალდოც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული