კარლეს პუიოლი მარკ ბარტრას აგენტი გახდა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" 24 წლის მცველის, მარკ ბარტრას ახალი აგენტი კარლეს პუიოლია.

ფეხბურთელმა მაჯიკო დიასთან მუშაობაზე უარი განაცხადა და თავის აგენტად "ბარსელონას" ლეგენდარული მცველი აირჩია. მოლაპარაკებებმა მხარეთა შორის ოთხ თვეს გასტანა.

ამგვარად, პუიოლის აგენტურ კარიერაში ბარტრა პირველ კლიენტად იქცა.

კონტრაქტის თანახმად, "ბარსელონას" მოქმედი ფეხბურთელის ინტერესებს კარლეს პუიოლი 2017 წლამდე დაიცავს.

ასევე იხილეთ:
კარლეს პუიოლს მწვრთნელობა სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული