ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს.
ახალი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი და ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენს.
რაფინია "ბარსელონას" აღზრდილია, პირველ გუნდში დებიუტი კი 2011 წელს ჰქონდა.
მიმდინარე სეზონში ალკანტარამ 6 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.