"მანჩესტერ იუნაიტედს" პორტუგალიელის დაბრუნება დიდი ხანია, სურს. "წითელი ეშმაკების" ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ აღნიშნა, სერ ალექს ფერგიუსონს ყოველთვის სჯეროდა, რომ რონალდო ადრე თუ გვიან, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდებოდაო...
თუმცა პრესაში უფრო რეალურად "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა მიაჩნიათ. მიუხედავად ამისა, ერთ ვარიანტსაც და მეორესაც ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა "შეუძლებელი" უწოდა და მისი კლიენტის მსურველებს "ცივი შხაპი" გადაავლო.
მენდეშის თქმით, რონალდო კარიერას "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაასრულებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"