"რეალს" ფეხბურთელების რეგისტრაცია ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აეკრძალა

AutoSharing Option
ფიფას დისციპლინარულმა კომიტეტმა მადრიდის "რეალს" ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ასეთი სასჯელი "სამეფო კლუბმა" არასრულწლოვანი ფეხბურთელების განაცხადის დროს რეგლამენტის დარღვევის გამო მიიღო.

ფიფას გადაწყვეტილების ოფიციალური გახმოვანების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური დარღვევის გამო "ბარსელონაც" დაისაჯა, რომელსაც ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია 2016 წლის იანვრამდე აეკრძალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული