ნეიმარი "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი კლუბთან კონტრაქტს 2021 წლამდე გაახანგრძლივებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ბრაზილიელი წლიურად 15 მილიონ ევროს მიიღებს. მასზე მაღალი ხელფასი მხოლოდ ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს ექნებათ.

ამის გარდა, 23 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდმა თანხამ შესაძლოა 1 მილიარდი ევრო შეადგინოს.

ნეიმარს მიმდინარე კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2018 წელს ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული