მირალემ პიანიჩისთვის მადრიდის "რეალიც" იბრძოლებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიური "რომადან" ბოსნიელი ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის გადმობირებას შეეცდება.

ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდული გუნდის წარმომადგენლები უკვე რომში იმყოფებიან და ფეხბურთელის სანტიაგო ბერნაბეუზე გადასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ბოსნიელი ნახევარმცველით ასევე პსჟ, "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და კატალონიის "ბარსელონა" ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში პიანიჩმა 15 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული