ანტუან გრიზმანი: "ატლეტიკოდან" წასვლა არ მსურს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრამდე, რომელსაც მადრიდის "ატლეტიკო" "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართავს, ანტუან გრიზმანი ჟურნალისტებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდიდან წასვლა არ სურს.

"ესპანეთში ფეხბურთის თამაშიც მაკმაყოფილებს და ცხოვრებაც. "ატლეტიკოში" თავს ბედნიერად ვგრძნობ, ამიტომ ლიგა 1-ში, პრემიერლიგასა და სერია A-ში თამაშს არ ვაპირებ.

ყველა შეხვედრაში გამარჯვება გვსურს. "ბენფიკასთანაც" მოსაგებად გავალთ მოედანზე. მადრიდში მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო. შეტევის ძლიერი ხაზი აქვთ, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი.

ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვსურს. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ, ჩვენი დაცვა კი მსურს, ასეთ სანდოდ
რჩებოდეს, როგორიც ახლაა", - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელმაც "ატლეტიკოში" გადასვლის შემდეგ 72 ჩატარებულ შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული