ლა ლიგა: დიეგო სიმეონე ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ესპანეთის ლა ლიგის ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

ამის შესახებ მადრიდელთა ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

წინა თვეს არგენტინელი სპეციალისტის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში სამი გამარჯვება ( "ხიხონი", "ბეტისი" და "ესპანიოლი") მოიპოვა და სამივე ერთნაირი ანგარიშით - 1:0.

14 ტურის შემდეგ "ატლეტიკო" სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ "ბარსელონასთან" 4 ქულას აგებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული