ინფორმაციას ამის შესახებ Football Espana ავრცელებს.
მადრიდელებმა თასის პირველ შეხვედრაში "კადისი" დაამარცხეს (3:1), მაგრამ შეხვედრაში მონაწილეობა რუსმა დენის ჩერიშევმა მიიღო, რომელსაც წესით და რიგით, დისკვალიფიკაციის გამო არ უნდა ეთამაშა.
"რეალი" ამტკიცებს, რომ ჩერიშევთან დაკავშირებით არანაირი გაფრთხილება არ მიუღია, რეგლამენტის თანახმად კი, ფეხბურთელი და კლუბი თამაშამდე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი დისკვალიფიკაციაზე.