ლა ლიგა. XV ტურის წინ: მადრიდელები "ელ მადრიგალზე"

AutoSharing Option
ჩემპიონი და ლა ლიგის ლიდერი "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "დეპორტივოს" მასპინძლობს, რომელიც ამ სეზონში ურიგოდ არ ასპარეზობს. საინტერესო მატჩები ელით "ბარსას" მადრიდულ მდევრებსაც: "ატლეტიკო" "ბილბაოს" მასპინძლობს, ხოლო "რეალი" "ვილიარეალს" სტუმრობს. მოკლედ, ტურში სამი ცენტრალური შეხვედრა გვაქვს.

ლუკას პერესი: "დეპორი" იბრძოლებს
რა თქმა უნდა, "დეპორტივოს" ძველი დიდება არ დაუბრუნდება, მაგრამ ამ სეზონში ვიქტორ სანჩესის გუნდი აშკარად ყოჩაღობს. 39 წლის სპეციალისტის გუნდს ლა ლიგაში ოქტომბრის მერე არ წაუგია, ხოლო 27 წლის ფორვარდი ლუკას პერესი 10 გოლით ბომბარდირთა მარაქაშია გარეული. აი, "დეპორტივოს" მეორე ფორვარდი რიერა
კი "ბარსასთან" მატჩის წინ დაიმტვრა და არ იქნება. კარგი განწყობით ეგებება მატჩს "დეპორის" მეკარე ხერმან ლუქსი, რომელმაც გუნდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

"გავიგე, ნეიმარი არ ეყოლებათ და ეს შვებაა, მაგრამ მათ მაინც რჩებათ მესი, ინიესტა, სუარესი... "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ჩვენ ვიბრძოლებთ და "კამპ ნოუზე" ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ლუკას პერესმა.

"ბარსას" საკადრო პრობლემებს ნეიმარის ტრავმა მიემატა. სკანირებამ აჩვენა, რომ ბრაზილიელის საზარდული დაზიანებულია. მართალია, მისი თამაში ჯერ არ გამორიცხულა მსოფლიოს საკლუბო პირველობაზე (17 დეკემბერს), მაგრამ გალისიელებთან პრიმერას ამჟამინდელი ბომბარდირი არ იქნება.

გერმანიიდან დაბრუნებულმა "ბარსელონამ" "დეპორტივოსთან" მატჩისთვის ვარჯიში, ნეიმარის გარდა, ლეო მესის გარეშეც დაიწყო. თუმცა საშიში არაფერია, "ლევერკუზენის" კარში გოლის გამტანმა არგენტინელმა ლუის ენრიკეს პირადული მიზეზით სთხოვა დასვენება და მწვრთნელმაც უარი არ უთხრა.

ჩატეხილი ხიდების აღდგენა
მესამეადგილოსანი "რეალი" "ელ მადრიგალს" სტუმრობს. ჩემპიონთა ლიგაზე "სამეფო კლუბმა" 8:0 გაანადგურა "მალმიო". ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ, ხოლო ქარიმ ბენზემამ - ჰეთ თრიკი. მოკლედ, ორივე ფორვარდი ტოპ-ფორმაშია, რაც "ყვითელი წყალქვეშა ნავის" დაცვისთვის დამატებითი თავსატეხია.

რაფა ბენიტესი მუშაობს ფეხბურთელებთან ჩატეხილი ხიდის აღდგენაზე. ყოველ შემთხვევაში, "მარკა" ამის შესახებ იუწყება. ბენიტესი ფეხბურთელებს გაესაუბრა და მათ აზრს დაეკითხა მრავალ საკითხზე. "მარკა" ამტკიცებს, ფეხბურთელთა "შემობრუნების" ინიციატორი კრიშტიანო რონალდოაო, რომელიც თვეების წინ სულ სხვა განწყობაზე იყო.

მოკლედ, "რეალის" ვარსკვლავები და რაფა ბენიტესი თანაცხოვრებას ცდილობენ, მით უფრო, რომ ფლორენტინო პერესმა მათ ნათლად აუხსნა, რომ ბენიტესს სეზონის ბოლომდე არ შეელევა.

რაულ გარსია მტრის ზურგში
მადრიდის "ატლეტიკომაც" წარმატებით გადაჭრა ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე და ჯგუფური ეტაპიდან პირველი ადგილით გავიდა.

ახლა დიეგო სიმეონეს გუნდი "ბარსას" დევნას განაგრძობს. სხვაობა სულ ორი ქულაა, მეტოქე კი ძლიერი - ბილბაოს "ატლეტიკი", რომლის შემადგენლობაში არიც ადურისი (11 გოლი) ბრწყინავს. ცალკე აღსანიშნავია რაულ გარსიას დაბრუნება "ვისენტე კალდერონზე", ახლა უკვე მტრის ბანაკში. გარსია იოლად მოერგო ბასკურ გუნდს და მისი ერთ-ერთი ლიდერიცაა.

ოპტიმისტი ნევილი
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "ვალენსიას" ვიზიტი ბასკეთში. გარი ნევილს საშინელი დებიუტი გამოუვიდა "ღამურების" თავკაცის პოსტზე - გუნდი შინ 0:2 დამარცხდა "ლიონთან" და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა (თუმცა ეს ამ წაგების გამო არ მოხდა - "გენტმა" "ზენიტს" აჯობა, რის გამოც "მესტალიაზე" თამაშის შედეგს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა).

ახლა 40 წლის ინგლისელს დებიუტი ლა ლიგაში ელის. "ბიჭებს გარჯას ვერ დავუკარგავ. ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ეს მცდელობა ოპტიმისტურად განმაწყობს სამომავლოდ. დაწყება მოგებით მინდოდა, არ გამომივიდა", - თქვა ნევილმა.

პარასკევი. 11 დეკემბერი
ხეტაფე-სოსიედადი 23:30
დისკვალიფიკაცია: - ბერჩიჩე
ტრავმა: მედრანი, ვიგარაი (?), ველასკესი (?), როდრიგესი (?), ბუენდია - ზურუტუზა, ზალდუა (?), გონსალესი, ნავასი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +6=6-4, (15-18)

შაბათი. 12 დეკემბერი
ბარსელონა-დეპორტივო 19:00
დისკვალიფიკაცია: - მოსკერა
ტრავმა: პერეირა, ნეიმარი, რაფინია, მატიო, რობერტო (?) - რიერა, გუტიერესი, ბორხესი, კარტაბია (?), ფაბრისიო, ალბერტო
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +20=8-12, (74-53)

სელტა-ესპანიოლი 21:15
დისკვალიფიკაცია: კასტრო - როკო
ტრავმა: ფონტასი, რადოია, გომესი - კაისედო (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +12=9-13, (39-46)

ლევანტე-გრანადა 21:15
დისკვალიფიკაცია: ხუანფრანი -
ტრავმა: ლოპესი, ტრუხილიო, კარაბელასი - ლოპესი (?), პიტი (?), კრჰინი (?), მუსავუ-კინგი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +5=1-2, (13-7)

სევილია-სპორტინგი 23:30
დისკვალიფიკაცია: იბორა -
ტრავმა: პარეხა, კაკუტა, ანდრეოლი, კარიშო, ბეტო - კანელია, ალვარესი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +10=3-7, (31-25)

ლას პალმასი-ბეტისი 01:05
დისკვალიფიკაცია: აიტამი - ბრუნო, სებალიოსი
ტრავმა: კასტელიანო, სიმონი (?), ვიერა (?), ბიგასი, ვაკასო, ლოპესი, ალკარასი (?) - დიგარი, რენელა (?), ადანი (?), კადირი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +0=5-5, (5-14)

კვირა. 13 დეკემბერი
ვალეკანო-მალაგა 15:00
დისკვალიფიკაცია: ბაენა -
ტრავმა: კობენიო, მარტინესი (?), ბანგურა (?), ებერტი, ტონიო, რაცი - კამაჩო (?), ბოკა (?), ფერეირა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +9=2-7, (30-30)

ეიბარი-ვალენსია 19:00
დისკვალიფიკაცია: - პარეხო
ტრავმა: ხიმენესი, სილვესტრი (?) - ორბანი (?), გომესი (?), ბარაგანი (?), ფეგული (?), მორენო, ალვეში
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=0-2, (1-4)

ატლეტიკო-ბილბაო 21:15
დისკვალიფიკაცია: - სან ხოსე
ტრავმა: მარტინესი, ტიაგო - მუნიაინი (?), გომესი (?), ირაისოსი (?), ლეკუე (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +24=6-13, (77-51)

ვილიარეალი-რეალი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბონერა, კოსტა (?), ადრიანი, მარიო, ბაპტიშტაო - რამოსი (?), ვარანი, კარვახალი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +2=9-19, (27-66)

ბომბარდირები: 14 - ნეიმარი (ბარსელონა); 13 ლუის სუარესი (ბარსელონა); 11 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი); 10 - არიც ადურისი (ბილბაო), ლუკას პერესი (დეპორტივო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული