ლა ლიგა. XV ტური: "ბარსა" იაპონიაში გაფრინდა [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბეტისმა" ამ სეზონში სტუმრად პირველად წააგო.

* ლუკას პერესმა (დეპორტივო) ზედიზედ მე-6 მატჩში გაიტანა.

* "ბარსელონა" მომდევნო ტურებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო გამოტოვებს.

"ბარსელონა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაემგზავრა, მანამდე კი "კამპ ნოუზე" ხელიდან გაუშვა გამარჯვება და მდევრებს შანსი მისცა.

კოლისეუმზე
"ხეტაფეს" საშინაო მატჩებს სულ უფრო ცოტა მაყურებელი ესწრება. ამიტომაც სულაც აღარ მოჩანს გიჟურად კლუბის ხელმძღვანელობის იდეა, სხვა ქალაქში გადასვლის თაობაზე - 3-მილიონიან მადრიდში პრიმერა დივიზიონის მატჩზე 5 ათასი მაყურებელი არ უნდა დადიოდეს.

არადა, თამაში ურიგო არ გამოდგა, "სოსიედადმა" ქულა
იმანოლ აგირეჩეს სეზონში მე-12 გოლით გადაარჩინა, რომელიც საკმაოდ საეჭვო ვითარებაში გავიდა დიდებულად მოთამაშე ვისენტე გუაიტას კარში. სტუმართა მწვრთნელმა ეუსებიო საკრისტანმა სწორედ გუაიტას კარგი თამაში მოიყვანა იმის მიზეზად, რომ ბასკებმა ქულაზე მეტი ვერ მოიპოვეს "კოლისეუმზე".

"ბარსამ" გაანიავა
იაპონიაში გაფრენის წინ "ბარსელონამ" ორბურთიანი სხვაობა გაანიავა და "კამპ ნოუზე" "დეპორტივოს" 2:2 დაუზავდა. თამაშის დასრულებამდე 15 წუთზე ნაკლები რჩებოდა, მაგრამ ვერაფრით გააჩერეს სტუმართა ფორვარდი ლუკას პერესი, რომელიც ჯერ მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა გოლი და შემდეგ ალექს ბერგანტინიოსს გაატანინა.

ამან წყალში ჩაყარა ლეო მესის მიერ გატანილი ჩინებული საჯარიმო და ივან რაკიტიჩის გოლი, რომელიც თამაშამდე ხორვატიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. სწორედ ლუკას პერესი დაასახელა "მარკამ" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად - 8 ბალი.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ტაქტიკური თვალსაზრისით, თამაში უცნაური გამოდგა, რადგან "დეპორტივომ" სამი შემტევი დააყენა, რომლებიც თითქმის, არ ეხმარებოდნენ დაცვას. გამოვიდა, რომ ჩვენ 7X7-ზე ვთამაშობდით. "დეპორტივო" არ შეუშინდა რისკს, მაგრამ მხოლოდ რისკი არ იყო მათი პლუსი დღეს. ბოლო 15 წუთი ისე რა ფეხბურთი ვითამაშეთ და ამით მეტოქემ ისარგებლა.

დღევანდელ თამაშს "ვალენსიასთან" ფრეს ვერ შევადარებდი, აქ სულ სხვა მომენტი იყო, ბოლოს წაგებაც კი შეგვეძლო. ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ქულების დაკარგვის გარეშე როგორ ითამაშებ. შეცვლების განხორციელება მიყვარს, მაგრამ დღევანდელი ფრე ჩემი ბრალია, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა შეცვლები განვახორციელე. ასე რომ, ეს დაკარგული ქულები ჩემი "დამსახურებაა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უნაის უნარი
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე უნაი ემერის ჟურნალისტებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, ბასკ სპეციალისტს დარბაზში ერთი მათგანიც არ დახვედრია. ეს "სევილიას" ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამოძახილია, თუმცა ფაქტია, რომ ანდალუსიურმა კლუბმა მოუმატა. ეს ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, ოღონდ მხოლოდ მას მერე, რაც "სპორტინგი" 10 კაცის ამარა დარჩა და მოედანზე იევჰენ კონოპლიანკა და კევინ გამეირო გამოჩნდნენ.

ფრანგის ანგარიშზე დუბლია."მარკამ" სწორედ შეცვლაზე შემოსულები გამოარჩია - კონოპლიანკა - 8,5 ბალი; გამეირო - 8. "სევილიას" მომდევნო მატჩი ქალაქის დერბია "ბეტისის" წინააღმდეგ.

ასპასის სუპერგოლით
მეორე სევილიურმა კლუბმა, "ბეტისმა" სეზონში პირველად წააგო საგარეო მატჩი, არადა, არც ამ შეხვედრას აგებდა 92-ე წუთამდე, შემდეგ კი "ლას პალმასს" 3 ქულა ბრაზილიელმა ვილიან ჟოზემ მოუტანა, რომელიც შეცვლაზე შევიდა.

ათკაციანმა "სელტამ" შეძლო "ესპანიოლის" დამარცხება. გამარჯვების გოლი იაგო ასპასის ანგარიშზეა. ვალენსიაში, "ლევანტეს" წინააღმდეგ "გრანადას" გამარჯვება 18 წლის ადალბერტო პენიარანდამ მოუტანა. ვენესუელელის ანგარიშზე დუბლია.

გრიზმანის სამქულიანი
შარლესისა და დუიე ჩოპის გოლებით "მალაგამ" შემოატრიალა თამაში მადრიდში და "რაიო ვალეკანო" 2:1 დაამარცხა. გარი ნევილმა ლა ლიგაში სადებიუტო მატჩში სტუმრად 1:1 ითამაშა "ეიბართან". ამ თამაშში ყველაფერი იყო: წითელი ბარათები, აღებული პენალტი, გუნდური გაწევ-გამოწევა, ავტოგოლი...

"ატლეტიკომ" კინაღამ გაუშვა ხელიდან "ბარსას" დაწევის შანსი. "ბილბაოსთან" მარცხდებოდა, მაგრამ საულ ნიგესისა და ანტუან გრიზმანის გოლებით იმარჯვა და ქულებით კატალონიელებს გაუთანაბრდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამაგიეროდ, "ელ მადრიგალზე" "ვილიარეალმა" რობერტო სოლდადოს გოლის წყალობით დაამარცხა "რეალი".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XV ტური
11 დეკემბერი
ხეტაფე-სოსიედადი 1:1
გოლები: 1:0 სარაბია (47), 1:1 აგირეჩე (68)
ხეტაფე (4-4-2): გუაიტა - დ. სუარესი, კალა, ალექსისი, ლაგო - სარაბია (80. ვ. როდრიგესი), ხ. როდრიგესი, ლასენი, ლაფიტა (74. პედრო ლეონი) - ა. ვასკესი (59. ვანდერსონი), შჩეპოვიჩი
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო (86. კ. მარტინესი), დ. რეიესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ილიარამენდი, გრანერო - ველა (64. ჟონათასი), კანალესი (82. ჩაბი პრიეტო), ბრუმა - აგირეჩე
გაფრთხილება: ლასენი, კალა, ალექსისი - დე ლა ბელია, კანალესი, ილიარამენდი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 9-10 (5-3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 5 567

12 დეკემბერი
ბარსელონა-დეპორტივო 2:2
გოლები: 1:0 მესი (38), 2:0 რაკიტიჩი (62), 2:1 ლ. პერესი (77), 2:2 ბერგანტინიოსი (86)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა (77. მატიო) - რაკიტიჩი (72. ს. რობერტო), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ს. რამირესი (68. ელ ჰადადი)
დეპორტივო (4-3-1-2): ლუქსი - ლაურე, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ხუანფრანი (70. კარდოსო), ბერგანტინიოსი, ლუიზინიო (46. ხ. დომინგესი) - ფაირი - ხონათანი (58. ლუის ალბერტო), ლ. პერესი
გაფრთხილება: - ლუიზინიო, ლაურე
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 4-11; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 17-13 (7-4); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 67 194

სელტა-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 ასპასი (42)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - ვასი, მალიო, კაბრალი, პლანასი - ა. ფერნანდესი, პ. ერნანდესი - ბონგონდა (71. ბ. ფერნანდესი), ორელიანა, ნოლიტო (87. პაპე შეიხი) - ასპასი (81. გუიდეტი)
ესპანიოლი (4-4-2): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, რაილიო, ფუენტესი - ე. პერესი, ვ. სანჩესი (69. ასენსიო), დიოპი, ვ. ალვარესი (54. ბურგუი) - მორენო, კაისედო (46. სილა)
გაფრთხილება: ერნანდესი, ფერნანდესი, ორელიანა, ნოლიტო - პერესი, სანჩესი
გაძევება: ერნანდესი (47)
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 16-6 (3-2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 17 154

ლევანტე-გრანადა 1:2
გოლები: 0:1 პენიარანდა (49), 1:1 სიმაო (65), 1:2 პენიარანდა (87)
ლევანტე (4-3-3): რუბენი - პ. ლოპესი (22. ვერსა), დ. ნავარო, ფედალი, ტონიო - ლერმა, სიმაო, კამარასა - მორალესი (58. როხერი), დეივერსონი (81. კასადესუსი), რუბენ გარსია
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ფულკიე, ბაბენი, ლომბანი, ბირაგი - რ. პერესი, ფ. რიკო (76. მარკესი) - რ. იბანიესი (70. ე. მენდესი), როჩინა, საქსესი (81. ელ-არაბი) - პენიარანდა
გაფრთხილება: სიმაო, ვერსა - რიკო, ფერნდანდესი
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 25-27; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 7-8 (5-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 12 466

სევილია-სპორტინგი 2:0
გოლები: 1:0 გამეირო (75-პენ), 2:0 გამეირო (80)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, კოლოძეიჩაკი, ესკუდერო - ნ'ზონზი (46. კონოპლიანკა), კრიხოვიაკი - ვიტოლო (69. გამეირო), ბანეგა, კრონ-დელი - ფ. ლორენტე (81. რეიესი)
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლ. ერნანდესი, მერე (62. მენენდესი), ბერნარდო, ი. ლოპესი - მასკარელი, კასესი - ჰალილოვიჩი, დანი ნდი (78. რაშიდი), ხონი - კ. კასტრო (59. ლორა)
გაფრთხილება: კოლოძეიჩაკი, ბანეგა, გამეირო - ნდი, ერნანდესი, ბერნარდო
გაძევება: ერნანდესი (74)
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 18-4 (7-1); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 29 127

ლას პალმასი-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 ვილიან ჟოზე (92)
ლას პალმასი (4-4-1-1): ვარასი - სიმონი, ერნანი, გარიდო, დ. კასტელიანო - მომო (71. ალემანი), მესა (86. ვალერონი), ვისენტე, ვიერა - ტანა (82. ვილიან ჟოზე) - არაუჟო
ბეტისი (4-4-2): ადანი - პიჩინი, ვესტერმანი, ფიგეირაში, ვარგასი - ხოაკინი (78. ვადილიო), ხ. ტორესი, პეტროში, სეხუდო (91. ვან ვოლფსვინკელი) - მოლინა (83. ვან დერ ვაარტი), რ. კასტრო
გაფრთხილება: მესა, ვიერა, კასტელიანო -
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 16-8 (4-2); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 16 762

13 დეკემბერი
ვალეკანო-მალაგა 1:2
გოლები: 1:0 გერა (6), 1:1 შარლესი (59), 1:2 ჩოპი (87)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): იოელი - ტიტო, დ. ლორენტე, ამაია, ნაჩო - ტრაშორასი, ხოსაბედი - ლ. ბანგურა (85. ქუინი), პ. ერნანდესი (68. მანუშო), ბებე (62. ემბარბა) - გერა
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ. ტორესი - ფილიპენკო (58. შარლესი), ფორნალსი (83. ხუანპი) - დუდა (58. რესიო), ამრაბატი, ხუან კარლოსი - ჩოპი
გაფრთხილება: გერა - ჩოპი, ალბენტოსა
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 13-15 (3-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 9 423

ეიბარი-ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 ენრიჩი (44), 1:1 ჟუნკა (85 ს. კ.)
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი, ჟუნკა - კეკო (89. ჰაიროვიჩი), ესკალანტე, დ. გარსია, ბერხონი (85. ინუი) - ენრიჩი, ბასტონი (78. ადრიანი)
ვალენსია (4-3-3): ხაუმე - ბარაგანი (76. ნეგრედო), მუსტაფი, აბდენური, ორბანი - დანილო (68. გაია), ფიეგო, ანდრე გომეში - კანსელო, პ. ალკასერი, დე პაული (46. პიატი)
შენიშვნა: ბერხონმა ვერ გაიტანა პენალტი (66)
გაფრთხილება: დოს სანტოსი, კაპა, ჟუნკა, გარსია - დე პაული, ორბანი, მუსტაფი, ფუეგო
გაძევება: ორბანი (63), რამისი (92)
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 14-5 (5-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 5 182

ატლეტიკო-ბილბაო 2:1
გოლები: 0:1 ლაპორტი (27), 1:1 ს. ნიგესი (47), 2:1 გრიზმანი (67)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო (58. კორეა) - ვიეტო (61. ფ. ტორესი), გრიზმანი (88. სავიჩი)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ბოვედა (71. სუსაეტა), ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე (59. მ. რიკო), ბენიატი - დე მარკოსი, რაულ გარსია, ვილიამსი (86. სოლა) - ადურისი
გაფრთხილება: გაბი - ადურისი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8-10 (4-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 50 137

ვილიარეალი-რეალი 1:0
გოლი: 1:0 სოლდადო (8)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - ბაილი (84. რუკავინა), მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი, ტრიგეროსი (92. პინა), ბრუნო, დ. სუარესი - ბაკამბუ, სოლდადო (83. ნ. ლეივა)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, პეპე, ს. რამოსი, მარსელო (89. ხესე) - მოდრიჩი (78. ისკო), კაზემირო (79. კოვაჩიჩი), ხ. როდრიგესი - ბეილი, ბენზემა, რონალდო
გაფრთხილება: ბაილი, სუარესი - მარსელო, რამოსი
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 7-20 (3-1); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 20 468

ბომბარდირები: 14 - ნეიმარი (ბარსელონა); 13 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი); 11 - ლუკას პერესი (დეპორტივო); 10 - არიც ადურისი (ბილბაო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

მომდევნო ტური
19 დეკემბერი:
ვალენსია-ხეტაფე, ესპანიოლი-ლას პალმასი, ბეტისი-სევილია, დეპორტივო-ეიბარი

20 დეკემბერი:
რეალი-რაიო ვალეკანო, რეალ სოსიედადი-ვილიარეალი, გრანადა-სელტა, ბილბაო-ლევანტე, მალაგა-ატლეტიკო.

სპორტინგი-ბარსელონა გადაიდო (17 თებერვალს).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული