ლა ლიგა. XV ტურის ფაქტები: ევროპის ჯოკერი

AutoSharing Option
* "მალაგას" "რაიო ვალეკანოსთან" თამაშამდე სტუმრად გოლი არ გაეტანა. პირველი საგარეო ბურთი, ცხადია, ბრაზილიელმა შარლესმა შეაგდო.

* უნაი ემერის პერიოდში "სევილიას" საუკეთესო ბომბარდირთა დავაში კევინ გამეირო "მილანში" გადასულ კარლოს ბაკას დაეწია. მათ 46-46 გოლი აქვთ გატანილი. შემდეგ კი ნეგრედო და რაკიტიჩი მოდიან 20-20 ბურთით. როგორც ხედავთ, ამ ოთხეულიდან ისევ "რამონ სანჩეს პისხუანზე" მხოლოდ გამეიროა.

* საინტერესოა, რომ გამეიროს შეცვლაზე შემოსვლის მერე, ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატს შორის, წინა სეზონიდან დღემდე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე ვინმე სხვას, კერძოდ კი -
8.

* "გრანადას" 18 წლის ფეხბურთელი ადალბერტო პენიარანდა, რომელსაც დებიუტი ახლახან ჰქონდა, გახდა მხოლოდ მე-5 ვენესუელელი, რომელმაც ხულიო ალვარესის, არანგოს, რონდონისა და მიკუს შემდეგ ლა ლიგაში გაიტანა. პენიარანდას დუბლმა გრანადელებს "ლევანტესთან" გასვლაზე მოაგებინა.

* "ვალენსიას" მეკარე ხაუმე დამაჯერებლად თამაშს აგრძელებს. მას პრიმერა დივიზიონში უკვე მეორედ დაურტყეს პენალტი და მეორედაც მოიგერია.

* "ბილბაო" "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში ემერიკ ლაპორტმა დააწინაურა. გოლი კუთხურს მოჰყვა და ეს იყო პირველი ბურთი, რომელიც ამ სეზონში "ათლეტებმა" ამ სტანდარტული მდგომარეობიდან გაუშვეს. ამავდროულად, ლაპორტი გახდა პირველი მცველი, რომელმაც "ატლეტიკოს" მიმდინარე ჩემპიონატში გოლი გაუტანა.

* ანტუან გრიზმანმა "ბილბაოს" მე-7 გოლი გაუტანა. "სოსიედადის" ყოფილი თავდამსხმელისთვის "ატლეტიკი" საყვარელი მეტოქეა. ამდენი მას არავისთვის გაუტანია.

* გრიზმანმა ამ სეზონში ყველაზე მეტი გამარჯვების გოლი გაიტანა - 6. მეორეზე ლუის სუარესია 5 გამარჯვების ბურთით.

* "ვილიარეალთან" შეხვედრაში "რეალმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა - 7 წუთსა და 58 წამში. მადრიდელებმა გათანაბრებაც ვერ შეძლეს. "სამეფო გუნდმა" პირველ ტაიმში მეტოქეს ზუსტად ერთხელაც ვერ დაურტყა. მთლიანობაში კი, რაფაელ ბენიტესის გუნდი "ყვითლების" კარში ერთადერთი ზუსტი დარტყმით გამოირჩა და ეს ამ სეზონში კლუბის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

* კრიშტიანო რონალდომ "რეალის" მაისურით პირველად ვერ შეძლო "ვილიარეალთან" საგარეო შეხვედრაში გოლის გატანა.

* "დეპორტივოს" ლუკას პერესს უკვე მიჯრით 6 ტურში გოლი გააქვს. ეს ამჟამად საუკეთესო სერიაა ლა ლიგაში.

* გარდა გოლისა, ლუკას პერესი "კამპ ნოუზე" საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ბოლო ფეხბურთელი, ვისაც სტუმარი გუნდის რიგებში ამ სტადიონზე მსგავსი რამ ჰქონდა გაკეთებული, ამჟამად "ბარსას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩია, რომელმაც მაშინ (2013 წლის სექტემბერში) ეს "სევილიას" მაისურით გააკეთა.

* იმანოლ აგირეჩეს "სოსიედადის" გოლების 70% გააქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული