მადრიდის "რეალიდან" რაფაელ ბენიტესი შესაძლოა ახალ წლამდეც გაუშვან

AutoSharing Option
ესპანური სპორტული მედია იუწყება, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის თავზე შავი ღრუბლები გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არაა, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ სპეციალისტი უახლოეს დღეებში დაითხოვოს და ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება, "რეალი" სათამაშოდ სხვა მწვრთნელმა გაიყვანოს.

არსებული ინფორმაციით, ბენიტესსა და მადრიდელ ფეხბურთელებს შორის სერიოზული განხეთქილებაა და გუნდში არავის სურს მასთან მუშაობა.

ესპანური მედია უწინაც არაერთგზის წერდა "რეალის" მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ბენიტესის
გაშვება მის გეგმებში არ შედის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული