კატალონიურ გრანდს 2 მილიონი ევროს ბრაზილიური კლუბისთვის გადახდა იქამდე არ სურს, სანამ ნეიმარის ტრანსფერის საქმეზე დავა მიმდინარეობს.
"ეს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის კიდევ ერთი მაგალითია. ისინი იყენებენ იურიდიულ ბარიერებს, რომლებიც სინამდვილეში არც არსებობს. "ბარსელონა" ბურუსში ეხვევა, რათა ვალდებულებებს თავი აარიდოს", - ნათქვამია "სანტოსის" განცხადებაში.
ნეიმარის ტრანსფერის განხორციელებისას კლუბები შეთანხმდნენ, რომ "ბარსელონა" "სანტოსს" 2 მლნ ევროს გადაუხდიდა, თუკი ბრაზილიელი ფორვარდი "ოქროს ბურთის" სამ პრეტენდენტს შორის
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 13 მატჩში ნეიმარმა 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. ბრაზილიელს "ოქროს ბურთისთვის" მეტოქეობას კი ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო უწევენ.