გამოკითხვის შედეგად, რომელშიც 49 ქვეყნის 123-მა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო ფეხბურთელად "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი დასახელდა.
მეორე ადგილზე მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გავიდა, ხოლო სამეული "ბარსელონას" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა შეკრა.
რიგითობის მიხედვით ათეულში ასევე შევიდნენ: ლუის სუარესი (ბარსელონა), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ალექსის სანჩესი (არსენალი).