ლიონელ მესი, Marca-ს მკითხველთა ვერსიით, 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი, ესპანური გამოცემის, Marca-ს მკითხველთა ვერსიით, 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

საუკეთესოს გამოსავლენად გაზეთმა გამოკითხვა ჩაატარა. მკითხველს 50 კანდიდატიდან შეეძლო არჩევა.

გამოკითხვის შედეგად, გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა, რომელმაც ხმების 8 პროცენტი მიიღო. მეორე და მესამე ადგილები ლუის სუარესმა და ნეიმარმა (ორივე "ბარსელონა") დაიკავეს. მე-4-მე-5 ადგილები ანდრეს ინიესტამ (ბარსელონა) და რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი) მიიღეს, ხოლო კრიშტიანო რონალდო (რეალი) მე-6 ადგილზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული