საუკეთესოს გამოსავლენად გაზეთმა გამოკითხვა ჩაატარა. მკითხველს 50 კანდიდატიდან შეეძლო არჩევა.
გამოკითხვის შედეგად, გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა, რომელმაც ხმების 8 პროცენტი მიიღო. მეორე და მესამე ადგილები ლუის სუარესმა და ნეიმარმა (ორივე "ბარსელონა") დაიკავეს. მე-4-მე-5 ადგილები ანდრეს ინიესტამ (ბარსელონა) და რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი) მიიღეს, ხოლო კრიშტიანო რონალდო (რეალი) მე-6 ადგილზე გავიდა.