ნეიმარმა "რეალთან" მოლაპარაკებების წარმოებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
კატალონიის ბარსელონას ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა, რომლის მიმართაც ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენს, მოლაპარაკებების წარმოებაზე უარი განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ sport.es ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, "სამეფო გუნდის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი რამდენჯერმე ნეიმარის მამას ესაუბრა ტელეფონით და შვილის ტრანსფერზე დაყოლიებას ეცადა, მაგრამ ის ყოველთვის უარით ისტუმრებდა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის მიმართ მადრიდული გუნდის გარდა ინტერესს ასევე "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ იჩენენ.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში ბრაზილიელის ანგარიშზე 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული