10 ნაბიჯი რაფაელ ბენიტესის გადასარჩენად

AutoSharing Option
ესპანური მედია ამტკიცებს, რომ შესაძლოა, რაფაელ ბენიტესს ზუსტად იმდენი დღე დარჩა "რეალის" თავკაცის პოსტზე, რამდენიც "რეალ სოსიედადთან" მატჩამდეა. "მარკა" კი მოგვითხრობს 10 ნაბიჯზე, რომლის წყალობითაც მას "რეალში" კარიერის გადარჩენა შეუძლია.

1. აღარ უნდა იყოს ჩავარდნები
პირველი მოთხოვნა ძალიან ნათელია - გუნდმა თამაშები აღარ უნდა ჩააგდოს, არც ერთი! მხოლოდ მოგება, მოგება და კიდევ მოგება დაეხმარება რაფა ბენიტესს პოსტის შენარჩუნებაში. "მესტალიაზე" 3 იანვარს გასამართავი ჯახი საკვანძოა - რაფამ "ვალენსიას" ტესტი უნდა ჩააბაროს და თუ ეს მოხდა, გუნდმა შეიძლება ამაზე ააწყოს წარმატებების აკიდო.
თუ ტესტს ჩააგდებს...

2. უნდა მოიგოს ფანების გულები
ბენიტესის ნომერ მეორე ამოცანაა იმ ზეწოლის მოხსნა, რაც მას "სანტიაგო ბერნაბეუზე" დახვდა და ბოლო დროს უფრო გაძლიერდა. რაფას ლამის ჯოჯოხეთად ექცეს საშინაო თამაშები, ფანების გამო. ფანების გულების მოსაგებად, რაფას გუნდმა უფრო თვალსასეირო თამაში უნდა აჩვენოს.

3. გუნდმა უფრო სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ითამაშოს
შედეგი ბევრს ნიშნავს, მაგრამ "რეალში" მხოლოდ ის არასოდეს წყვეტდა მწვრთნელების ბედს. ყოფილა შემთხვევები, "სამეფო კლუბიდან" ლიგის ტრიუმფატორი მწვრთნელები მოუხსნიათ. რაფას დიდი პრობლემა სწორედ ისაა, რომ "რეალი" ვერ თამაშობს ლამაზ ფეხბურთს.

4. ფეხბურთელებთან დაპირისპირებას უნდა მოერიდოს
მართალია, ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, მაგრამ "რეალის" იმ ფეხბურთელთა სია, რომელთანაც რაფას, მედიის თქმით, ურთიერთობა დაეძაბა, დიდია. მან აუცილებლად უნდა გამოასწოროს ეს.

5. უნდა გადმოიბიროს რონალდო და რამოსი
გუნდის კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი სწორედ იმ სიაში არიან, რომლებთანაც რაფას, სპეკულაციების მიხედვით, ურთიერთობა ვერ აეწყო. ბენიტესს უბრალოდ სხვა შანსი არა აქვს - ეს ორი მძიმეწონოსანი გუნდში თავის მხარეს უნდა გადმოიბიროს.

6. შეცვალოს საწვრთნელი პროცესი
"რეალის" ფეხბურთელებს მოსწყინდათ ამდენი თეორია, მან ცეცხლი უნდა დაანთოს ვარჯიშებზე. განსაკუთრებით, ეს ეხება მომავალი მატჩისთვის მზადების პროცესს.

7. უნდა აიცილოს ტრავმების ეპიდემია
მართალია, ეს რაფაზე ვერაფრით იქნება დამოკიდებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "რეალმა" ტრავმების გამო, რაც შეიძლება ნაკლები ვარსკვლავი დაკარგოს სეზონის განმავლობაში.

8. ხამესის, ისკოს და მოდრიჩის აღორძინება
სხვადასხვა მიზეზის გამო ნახევარდაცვის ტრიო - ხამეს როდრიგესი, ისკო და ლუკა მოდრიჩი - ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.

9. გუნდი უფრო გამძლე უნდა გახდეს
ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაფას "რეალს" 90 წუთი ერთ ტემპში ეთამაშოს.

10. უნდა შეინარჩუნოს ფლორენტინო პერესის ზურგი
ის, რომ ფლორენტინო პერესი კვლავ მას უჭერს მხარს, სულაც არ ნიშნავს, რომ პერესს მისი სჯერა. ფლორენტინოს სურს დაინახოს რადიკალური ცვლილებები ახლავე, ან თავად მოახდენს ასეთ ცვლილებას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გააგდონ არარი რირსი
jemali
23:28 28-12-2015
0
კიდევ რა ქნას? :D გოლებიც თვითონ ხო არ შეაგდოს? :D გაუშვით რაგას აწვალებთ. ეგ არასდროს ყოფილა დიდი მწვრთნელი, ეგრეთ წოდებული "ერთი მატჩის მწვრთნელია"
nnnnn
18:15 28-12-2015
0

სიახლეები პოპულარული