გარი ნევილი: რისკი ის იქნებოდა, "ვალენსიისთვის" უარი რომ მეთქვა

AutoSharing Option
გარი ნევილი 40 წლის ინგლისელია, რომელსაც კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" აქვს გატარებული. ის არის კარგი საფეხბურთო ექსპერტი, მაგრამ ახლა უკვე მწვრთნელის რანგში მოგვევლინა.

ნევილის პირველივე გუნდი ერთობ დიდია დებიუტანტისთვის - ესპანეთის 6-გზის ჩემპიონი "ვალენსია". "მარკამ" მასთან ბლიც-ინტერვიუ შემოგვთავაზა.

- როგორი გუნდი დაგხვდათ "ვალენსიაში"?
- "ვალენსიაში" ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ. ბოლო წლებში ბევრი თამაში მაქვს ნანახი და ტალანტის ფასი ვიცი. ეს ბიჭები ბევრს მიაღწევენ მომავალში, მაგრამ ახალგაზრდებს ჯერ ბევრი რამის სწავლა მოუწევთ. ისინი უნდა დაკაცდნენ და შეიძინონ გამოცდილება.

- გუნდის ახლ
ანდელი მიზანი ან ოთხეულში შესვლაა, ან ევროპალიგის მოგებით, ლიგის საგზურის მოპოვება. ძნელი ამოცანაა...

- დიახ, ძალიან რთულია, მაგრამ ეს ისევ ჩვენი ბრალია, ახლა უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა. გასულ წელს "ვალენსიამ" მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური და ახლაც ვალდებულია, მოიპოვოს.

- არ არის სარისკო სამწვრთნელო კარიერის "ვალენსიაში", თანაც, შუა სეზონში დაწყება?
- უფრო დიდი რისკი იქნებოდა, მე რომ ამ წინადადებაზე უარი მეთქვა. "ვალენსიას" მწვრთნელობა ჩემთვის დიდებული შანსი და დიდი გამოწვევაა, მაგრამ არა რისკი. უფრო რისკიანი აქ არჩამოსვლა იქნებოდა.

- თქვენი ოჯახიც გადმოდის ვალენსიაში, თუმცა ჯერ უცნობია, სად იქნებით მომავალ სეზონში. რაზე იქნება ეს დამოკიდებული?
- ... კლუბზე, ფეხბურთელებზე, ჩემზე. ჩვენ სახლი 2 წლით ვიქირავეთ. უნდა დაგეგმო წარმატების შესაბამისად და არა წარუმატებლობის. რა იქნება მომავალში, მომავალი 6 თვე გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული