"ბარსელონამ" სერხი გვარდიოლა კონტრაქტის გაფორმებიდან სამ საათში გააგდო

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონამ" 19 წლის სერხი გვარდიოლას, რომელმაც ორშაბათს გუნდთან კონტრაქტი გააფორმა და ახალგაზრდულ გუნდში უნდა ეთამაშა, 3 საათში კონტრაქტი გაუწყვიტა.

მიზეზი ახალგაზრდა ფეხბურთელის 2013 წელს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერილი პოსტებია, სადაც მან "Hala Madrid" და კატალონიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები დაწერა.

"ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი. კატალონიას და "ბარსელონას" ბოდიშს ვუხდი. კლუბის გადაწყვეტილება მესმის, მეც ასე მოვიქცეოდი.

მინდა ავხსნა სიტუაცია: ეს ყველაფერი მე არ დამიწერია. მეგობარმა გამომართვა ტელეფონი და მან გააკეთა. პოსტები 2013 წელს გამოჩნდა, მათ შესახებ კი არაფერი ვიცოდი. ეს ხუმრობა იყო.

"ბარსელონა" ძალიან კარგად მეპყრობოდა. ამ კლუბში გადასვლა ჩემი ოცნება იყო, ახლა კი ის უკვე წარსულია. წარმოშობით მალიორკადან ვარ. კატალონიის წინააღმდეგი არ ვარ, ეს ყველაფერი მე არ დამიწერია", - თქვა გვარდიოლამ.

სერხი გვარდიოლას კატალონიელთა ყოფილ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული