როგორც The Mirror-ი იტყობინება, მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს შეხვდა და კონკრეტული წინადადებით მიმართა.
თავად პორტუგალიელი პასუხის გაცემას არ ჩქარობს. წყაროს ინფორმაციით, მას 2013 წელს "რეალთან" სკანდალური დაშორება არ დავიწყებია და "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა სურს, რომელიც ასევეა დაინტერესებული მოურინიოს გუნდში მიყვანით.
შეგახსენებთ, რომ მოურინიომ მადრიდის "რეალი" 2010-დან 2013 წლამდე გაწვრთნა. მადრიდულ გუნდთან ერთად პორტუგალიელმა ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო. მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე ზედიზედ სამჯერ მივიდა.