ხავიერ პორტილიომ კარიერა გულშემატკივართა კრიტიკის გამო დაასრულა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ პორტილიომ გულშემატკივართა კრიტიკის გამო კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა.

ინფორმაციას ამის შესახებ As ავრცელებს.

2012 წლიდან პორტილიო ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბ "ერკულესში" ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელს ბევრი არა მხოლოდ არადამაკმაყოფილებელი შედეგის, არამედ იმის გამოც აკრიტიკებდა, რომ ის "ერკულესის" მფლობელის, ენრიკე ორტისას ნათესავია.

"ბევრი ვიფიქრე ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და მიმაჩნია, რომ ახლა სათანადო დროა. გუნდს ჩემი თამაშით ვერ დავეხმარე, ამიტომ ჩემი ხელფასის დატოვება გუნდში მსურს, რადგან მგონია, რომ კლუბისთვის სარგებლის მოტანა მოედნის მიღმა უფრო მეტად შემიძლია, ვიდრე
მოედანზე", - თქვა ფეხბურთელმა.

პორტილიო მადრიდის "რეალის" აღზრდილია. 2001-დან 2006 წლამდე ის სწორედ "სამეფო გუნდის" ღირსებას იცავდა და ამ წლების მანძილზე ესპანეთის თასი, სუპერთასი და ჩეპიონთა ლიგა მოიგო.

ამის გარდა, 33 წლის ფეხბურთელი "ფიორენტინას", "ბრიუგეს", "ხიმნასტიკის", "ოსასუნას" და "ლას პალმასის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული