ლა ლიგა. XVII ტურის წინ: ვინ დაასრულებს 2015-ს პირველ ადგილზე

AutoSharing Option
ვინ დაასრულებს 2015 წელს პირველ ადგილზე? ამის შანსი ერთბაშად სამ გუნდს აქვს: ლიდერ "ბარსელონას", ქულებით მის სწორ "ატლეტიკოსა" და მადრიდის "რეალს". თუმცა, თუ "კამპ ნოუზე" "ბარსა" "ბეტისს" დაამარცხებს, ამ კითხვაზე პასუხი გვეცოდინება.

დიდების ზენიტში
"ბარსელონა" საშობაო დღესასწაულზე იაპონიიდან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა, ხოლო ლუის სუარესი - ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის "ოქროს ბურთით". გავა სულ რამდენიმე დღეც და ლეო მესი მთავარ "ოქროს ბურთს" მიიღებს (მედიაში გავრცელებული აზრით, ის ამჯერად დაამარცხებს კრიშტიანო რონალდოს), 2-3 დღეც და კატალონიურ გრანდს ფიფას სანქციაც მოეხსნება, რის შემდეგაც ალეიშ
ვიდალსა და არდა თურანს თამაშის საშუალება მიეცემათ, კლუბის ხელმძღვანელობას კი - ახალი ფეხბურთელების შეძენის.

"ბარსა" მართალია, ქულებით "ატლეტიკოს" ვერ უსწრებს, მაგრამ თამაში რეზერვში აქვს. მოკლედ, ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამ აკლია - ახალი წლის დადგომამდე სევილიური "ბეტისის" დამარცხება და 2016 წლის ლიდერის რანგში შეგებება.

"ბეტისთან" თამაშის წინ ლიდერი სპეციალური მაისურებით გავა, რომელზეც დამატებულია მსოფლიოს საკლუბო პირველობის ტიტულის აღმნიშვნელი ლოგო. გუნდი პუბლიკას ხუთივე ტიტულს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომლებიც მან 2015 წელს მოიპოვა.

მათ შორის, ერთი თბილისში "სევილიასთან" დაპირისპირებაში მოიგო "ბარსამ", უეფას სუპერთასზე. მის გარდა ლა ლიგის, კოპა დელ რეის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მომგები პრიზებიც გამოიფინება. მოკლედ, ლუის ენრიკეს "ბარსა" დიდების ზენიტშია.

ბასკებთან მატჩი ბოლოა?
დიამეტრულად განსხვავებული სიტუაციაა "რეალში". არადა, თითქოსდა, "რეალსაც" აქვს შანსი. წლის ლიდერად დასრულების გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, ხოლო წინა ტური თითქმის რეკორდული 10:2-ით მოიგო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, რაფა ბენიტესის დღეები შესაძლოა, დათვლილია "სამეფო კლუბში". ყოველ შემთხვევაში, ესპანური მედია ამას ჯიუტად ამტკიცებს.

"რეალი" სადღესასწაულო არდადეგებიდან 27 დეკემბერს გამოვიდა და 30 დეკემბრის დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყო. "მარკა" ამტკიცებს, რომ "რეალ სოსიედადთან" მატჩი, შესაძლოა, უკანასკნელი გამოდგეს რაფას მადრიდულ კარიერაში. მწვრთნელის გადარჩენა ახლა მხოლოდ მის ვარსკვლავურ ფეხბურთელებს შეუძლიათ, რომლებთანაც, მედიის მტკიცებით, რაფას ვერ აეწყო ურთიერთობა.

მკაცრი სიმეონე
"ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე მკაცრი და მომთხოვნია, ჯერ საკუთარი თავის, მერე კი ფეხბურთელების მიმართ. მისი ბრძანებით, "ატლეტიკო" "შვებულებიდან" უკვე 26 დეკემბერს გამოვიდა და "რაიო ვალეკანოსთან" დერბისთვის მზადებას შეუდგა.

სიმეონეს ბევრი საქმე აქვს, რადგან ექსპერიმენტული ნახევარდაცვის ხაზი უნდა ათამაშოს "ელვების" წინააღმდეგ. ტიაგო ტრავმირებულია, კაპიტანი გაბი - დისკვალიფიცირებული. ვარჯიშის პირველ დღეს გუნდს საპატიო მიზეზით აკლდნენ სამხრეთამერიკელი ლეგიონერები.

ტურში სხვა შეხვედრებიდან გამოვარჩევთ ვალენსიის მხარის დერბის - 31 დეკემბერს წლის ბოლო მატჩი "ელ მადრიგალზე" შედგება, "ვილიარეალი" მასპინძლობს "ვალენსიას", რომლის მწვრთნელ გარი ნევილს პრიმერა დივიზიონში ჯერ მოგების გემო არ გაუსინჯავს. კარგი მატჩი გველის ვიგოშიც, სადაც ტრავმირებული ნოლიტოს გარეშე მოთამაშე "სელტა" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუხვდება.

ლა ლიგა. XVII ტურის წინ

ოთხშაბათი. 30 დეკემბერი
რეალი-სოსიედადი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ოიერი
ტრავმა: ვარანი (?), კარვახალი, კროოსი (?), ს. რამოსი (?) - ზურუტუზა (?), ზალდუა (?), რ. ნავასი (?), მ. გონსალესი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +21=9-9, (85-54)

ლევანტე-მალაგა 19:00
დისკვალიფიკაცია: ტონიო, ფედალი -
ტრავმა: კასადესუსი, ტრუხილიო (?) - ფლავიო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრებია
სულ 15 თამაში: +6=1-8, (17-16)

სევილია-ესპანიოლი 21:15
დისკვალიფიკაცია: კრიხოვიაკი - დიოპი
ტრავმა: ანდრეოლი, პარეხა, ბეტო, კარიშო - არბილია, ვ. სანჩესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +24=8-10, (76-49)

ვალეკანო-ატლეტიკო 21:15
დისკვალიფიკაცია: ნაჩო, ტიტო, ბაენა - ფილიპე ლუიში, გაბი
ტრავმა: ებერტი, კობენიო, ტონიო, რაცი - ტიაგო, ჯ. მარტინესი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +4=4-10, (18-33)

ეიბარი-სპორტინგი 21:30
დისკვალიფიკაცია: - ლ. ერნანდესი, ესპინოსა
ტრავმა: ისრაფილოვი, ჟუნკა, ბერხონი, ლუნა, ჰაიროვიჩი, რეინა, ხიმენესი, დელ მორალი - ა. გარსია, აიტ-ატმანე, დანი ნდი, მერე, გერერო, ს. ალვარესი, კასესი, მუნისი (?), კანელია (?), სანაბრია (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +4=8-9, (17-23)

ხეტაფე-დეპორტივო 23:30
დისკვალიფიკაცია: - ლუიზინიო
ტრავმა: მედრანი, ბუენდია, ველასკესი - ლუის ალბერტო, ო. რიერა (?), გუტიერესი (?), ლოპო, კანი, ფაბრისიო, ბორხესი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +6=6-6, (25-21)

ბარსელონა-ბეტისი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დუგლასი, ბუსკეტსი (?), რაფინია - რენელა (?), კადირი (?), ტარეკი (?), მატილია (?), პიჩინი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +22=8-8, (95-49)

სელტა-ბილბაო 23:30
დისკვალიფიკაცია: ბ. ფერნანდესი -
ტრავმა: რადოია, ფონტასი, ნოლიტო - გურპეგი (?), ი. გომესი, იტურასპე, გ. ელუსტონდო, მოლინა, სუსაეტა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +8=13-15, (42-51)

ლას პალმასი-გრანადა 00:00
დისკვალიფიკაცია: აიტამი - საქსესი
ტრავმა: ბიგასი (?), ალკარასი (?), ხ. კასტელიანო, ა. ლოპესი, დ. გარსია - როჩინა, კრჰინი, ტიევი, მუსავუ-კინგი, პიტი (?), იუსტე, მ. პერეირა (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=1-1, (3-6)

ხუთშაბათი. 31 დეკემბერი
ვილიარეალი-ვალენსია 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაილი, ბონერა, ადრიანი, ბაპტიშტაო (?), იოკიჩი, მარიო (?), ასენხო (?) - ფუეგო, როდრიგო (?), ე. პერესი, გაია, ფეგული, მუსტაფი, ალვეში
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +12=9-15, (47-51)

ბომბარდირები: 14 - ნეიმარი (ბარსელონა); 13 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ლუკას პერესი (დეპორტივო), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 10 - არიც ადურისი (ბილბაო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული