რაული: "რეალის" მწვრთნელად თავი ვერ წარმომიდგენია

AutoSharing Option
ახლახან ესპანური ფეხბურთის ბოსმა ხავიერ ტებასმა მადრიდის "რეალის" ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო აშშ-ში ლა ლიგის ელჩად დანიშნა.

რაული კოორდინაციას გაუწევს ლა ლიგის ყველა ივენთს, რაც კი შეიძლება ამერიკის ტერიტორიაზე ჩატარდეს.

რაულმა ფეხბურთს თავი ამერიკაში დაანება. მას სურს ნიუ იორკში საცხოვრებლად დარჩენა:

"ძალ-ღონეს არ დავიშურებ ესპანური ფეხბურთის ბრენდის კარგად წარმოსაჩენად ამერიკაში. ახლა, ცხოვრების ამ ეტაპზე, ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია რომელიმე სხვა პოზიციაზე, ვერც მწვრთნელად "რეალში" და ვერც სხვა პოზიციაზე გუნდში.

შესაძლოა, ეს სიტუაცია მომავალში შეიცვალოს, მაგრამ ახლა 2-3 წლით ყველაფერი, რაც
დავგეგმე, ნიუ იორკს უკავშირდება.

ჩემი საფეხბურთო კარიერით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რა თქმა უნდა, მინდოდა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მომეპოვებინა, მაგრამ, სხვა მხრივ, გაცილებით მეტს მივაღწიე ფეხბურთში, ვიდრე წარმომედგინა", - განაცხადა რაულმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული