მადრიდის "რეალმა" საკუთარ კედლებში "რეალ სოსიედადს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
რთული გამარჯვება მოიპოვა მადრიდის "ატლეტიკომ" აუტსაიდერ "რაიო ვალეკანოსთან". შეხვედრის 88-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო, შემდეგ კი 2 წუთში თავი ჯერ შეცვლაზე შემოსულმა ანხელ კორეამ, მერე კი ანტუან გრიზმანმა გამოიჩინეს, რითაც "ატლეტიკოს" 3 ქულა მოუტანეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეუნარჩუნეს.
"ატლეტიკოსგან" განსხვავებით, იოლი გამარჯვება მოიპოვა კატალონიის "ბარსელონამ", რომელიც ამ ტურში "კამპ ნოუზე" "ბეტისს" მასპინძლობდა.
ლა ლიგის მე-17 ტურის და 2015 წლის ბოლო შეხვედრა კი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, სადაც ერთმანეთს "ვილიარეალი" და "ვალენსია" დაუპირისპირდებიან.
ლა ლიგა. XVII ტური:
რეალი-სოსიედადი 3:1
გოლები: 1:0 კრიშტიანო რონალდო (პენ,42), 1:1 ბრუმა (49), 2:1 კრიშტიანო რონალდო (67), 3:1 ლუკას ვასკესი (86).
რაიო ვალეკანო-ატლეტიკო 0:2
გოლები: 1:0 ანხელ კორეა (88), 2:0 ანტუან გრიზმანი (90).
სევილია-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 ჩირო იმობილე (16), 2:0 ევერ ბანეგა (41).
ხეტაფე-დეპორტივო 0:0
სელტა-ბილბაო 0:1
გოლი: 0:1 რაულ გარსია (71).
ბარსელონა-ბეტისი 3:0
გოლები: 1:0 ხაიკო ვესტერმანი (ავტოგოლი,29), 2:0 ლიონელ მესი (33), 3:0 ლუის სუარესი (46), 4:0 ლუის სუარესი (83).
ეიბარი-ხიხონი 2:0
გოლები: 1:0 კეკო (55), 2:0 ბორხა ბასტონი (62).
ლას პალმასი-გრანადა 4:1
გოლები: 1:0 ტანა (32), 2:0 სერხი ეზეკიელ არაუხო, 2:1 ადალბერტო პენარანდა, 3:1 ჯონატან ვიერა (პენ,80), 4:1 დავიდ ლობმანი (ავტოგოლი,90).
ლევანტე-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 დუდა (79).