* კრიშტიანო რონალდომ პრიმერაში მე-6 პენალტი გააცუდა და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის გაუტოლდა.
* კრიშტიანო რონალდომ 2015 წელს 57 მატჩში 57 გოლი გაიტანა, მის ანგარიშზეა 17 საგოლე პასიც.
* ლიონელ მესიმ მე-500 მატჩი ითამაშა "ბარსელონაში".
წლის ბოლო ტურში სამივე ფავორიტმა გაიმარჯვა და სტატუს-კვო შენარჩუნდა, "ბარსამ" ლიდერად დაასრულა 2015 წელი.
"რეალმა" კვლავ მოიგო, მაგრამ რაფა ბენიტესს "ბერნაბეუზე" მაინც უსტვინეს, მწვრთნელს თავი ქუდში ისევ არ აქვს. დუბლი შეასრულა
ბრუმას გოლმა მადრიდული ინჩასები საკმაოდ ანერვიულა. "რეალის" მესამე გოლი ლუკას ვასკესის ანგარიშზეა. სანსებასტიანელებმა პირველ ტაიმში ორი ფეხბურთელი ტრავმების გამო დაკარგეს, ჯერ იმანოლ აგირეჩე, მერე სერხიო კანალესი. ამ უკანასკნელის ტრავმა ძალიან მძიმე ჩანს.
მადრიდულ დერბიში "ატლეტიკო" ვერაფრით უგებდა "რაიო ვალეკანოს", სანამ ანხელ კორეამ 88-ე წუთზე არ გაიტანა, რასაც იქვე ანტუან გრიზმანის გოლი მოჰყვა. დიეგო სიმეონეს გუნდს ძალიან გაუჭირდა 3 ქულის მოპოვება.
"ბარსელონამ" "ბეტისთან" საკამათო პენალტით გახსნა ანგარიში - მესი მეკარე ადანს შეეჯახა და სამკურნალო შეიქნა, თუმცა კარგად გამოჩნდა, რომ ადანმა ბურთზე ითამაშა. ნეიმარმა პენალტი ძელს გაარტყა, მაგრამ ჰაიკო ვესტერმანმა "სასწაული" ჩაიდინა - დამატებაზე იყოჩაღა და საკუთარი კარი დალაშქრა, შემდეგ მესიმ გაიტანა, ვისთვისაც ეს თამაში მე-500 იყო "ბარსელონას" მაისურით. საბოლოოდ, 4:0.
ლა ლიგა. XVII ტური
30 დეკემბერი
რეალი-სოსიედადი 3:1
გოლები: 1:0 რონალდო (42-პენ), 1:1 ბრუმა (49), 2:1 რონალდო (67), 3:1 ლ. ვასკესი (86)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, პეპე, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი (88. კაზემირო), კროოსი, ხ. როდრიგესი (59. კოვაჩიჩი) - ბეილი, ბენზემა (76. ლ. ვასკესი), რონალდო
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - კ. მარტინესი, ა. ელუსტონდო, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ბერგარა, ილიარამენდი - ჩაბი პრიეტო, კანალესი (45. პარდო), აგირეჩე (18. ბრუმა) - ჟონათასი (68. ველა)
შენიშვნა: რონალდომ ვერ გაიტანა პენალტი (24)
გაფრთხილება: ნაჩო - ბერჩიჩე, კ. მარტინესი, ილიარამენდი
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 23-13 (13-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 69 896
ლევანტე-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 დუდა (78)
ლევანტე (4-3-3): მარინიო - პ. ლოპესი, დ. ნავარო, ხუანფრანი (46. ხოსე მარი), კარაბელასი - ლერმა, სიმაო, კამარასა - რუბენ გარსია (73. დეივერსონი), ღილასი (59. ჩუმეტრა), როხერი
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, ხუან კარლოსი - ამრაბატი, რესიო, ნაჩო კამაჩო, ფორნალსი (59. ბოკა) - შარლესი (68. ანიორი), ჩოპი (73. დუდა)
გაფრთხილება: სიმაო, როხერი, ლერმა, დ. ნავარო, პ. ლოპესი, დეივერსონი, კარაბელასი - ხუან კარლოსი, კამაჩო, დუდა, ამრაბატი, ანიორი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-9 (1-5); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 12 094
სევილია-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 იმობილე (16), 2:0 ბანეგა (41)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - კრისტოფორო, იბორა - ვიტოლო (63. რეიესი), ბანეგა (69. კრონ-დელი), კონოპლიანკა - იმობილე (76. გამეირო)
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, როკო, დუარტე - ვ. სანჩესი (46. ჯორდანი), კანიასი (52. ბურგუი) - ასენსიო, სევილია (72. მორენო), ერნანი - კაისედო
გაფრთხილება: ბანეგა, კრისტოფორო, რეიესი - სევილია, როკო, ჯორდანი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15-12 (10-1); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 35 544
ვალეკანო-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 ა, კორეა (88), 0:2 გრიზმანი (90)
რაიო ვალეკანო (4-4-2): იოელი - ქუინი, ზე კაშტრო, დ. ლორენტე (89. მიკუ), დორადო (82. ჟანგი) - ლ. ბანგურა (71. ბებე), ხოსაბედი, ტრაშორასი, პ. ერნანდესი - მანუჩო, გერა
ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, გამესი - კოკე, ს. ნიგესი, ო. ტორესი (59. ა. კორეა) - გრიზმანი, ფ. ტორესი (62. თომასი), ფერეირა-კარასკო (70. ჯ. მარტინესი)
გაფრთხილება: იოელი, ზე კაშტრო - ფ. ტორესი, გამესი, ხიმენესი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 10-17 (3-6); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 12 315
ეიბარი-სპორტინგი 2:0
გოლები: 1:0 კეკო (50), 2:0 ბასტონი (62)
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი, ლილიო - ესკალანტე, დ. გარსია (76. ადრიანი) - კეკო (87. ლუნა), ვედრი (87. ენრიჩი), ბერხონი - ბასტონი
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა (79. ბარერა), გუიტიანი, მერე, მენენდესი (63. ი. ლოპესი) - მასკარელი, რაშიდი - ჰალილოვიჩი, დანი ნდი, ჯონი - სანაბრია (62. კ. კასტრო)
გაფრთხილება: რამისი, ლილიო, გარსია - მენენდესი, გუიტიანი, ლორა
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-6 (5-0); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 5 102
ხეტაფე-დეპორტივო 0:0
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ვერხინი, კალა, ლაგო - ხ. როდრიგესი, ლასენი - სარაბია, ვ. როდრიგესი (85. იოდა), ლაფიტა (67. პედრო ლეონი) - ა. ვასკესი (75. შჩეპოვიჩი)
დეპორტივო (4-2-3-1):ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ბერგანტინიოსი, მოსკერა - ფედე კარტაბია (82. კაროდოსო), ფაირი, ლუის ალბერტო (70. გუტიერესი) - ლ. პერესი
გაფრთხილება: ხ. როდრიგესი, ლაფიტა, ლაგო - კარტაბია
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15-10 (5-3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 5 667
ბარსელონა-ბეტისი 4:0
გოლები: 1:0 ვესტერმანი (29 ს. კ.), 2:0 მესი (33), 3:0 ლ. სუარესი (46), 4:0 ლ. სუარესი (83)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, მასკერანო, ვერმალენი, მატიო (67. ადრიანო) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (57. ბარტრა), ს. რობერტო (86. ელ ჰადადი) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
ბეტისი (4-4-2): ადანი - მოლინერო, ბრუნო (17. პეცელა), ვესტერმანი (36. დიგარი), ხ. ვარგასი - სეხუდო, პეტროში, ნ"დიაი, სებალიოსი - ვან ვოლფსვინკელი, რ. კასტრო (75. ვან დერ ვაარტი)
შენიშვნა: ნეიმარმა ვერ გაიტანა პენალტი (29)
გაფრთხილება: ალვეში - ვარგასი, პეტროში, პეცელა
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 16-11 (7-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 83 630
სელტა-ბილბაო 0:1
გოლი: 0:1 რაულ გარსია (71)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, ს. გომესი, კაბრალი, ხონი - ა. ფერნანდესი (78. ბედოია), პ. ერნანდესი (75. გუიდეტი), ვასი - ორელიანა, ასპასი, ბონგონდა (88. დრაჟიჩი)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი - ვილიამსი (78. ერასო), რაულ გარსია, საბინი (60. მუნიაინი) - ადურისი (88. კიკე სოლა)
გაფრთხილება: კაბრალი, ბონგონდა, რადოია - სან ხოსე, ლაპორტი, ბენიატი, ირაისოსი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7-13 (3-5); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 19 092
ლას პალმასი-გრანადა 4:1
გოლები: 1:0 ტანა (32), 2:0 არაუჟო (50), 2:1 პენიარდა (56), 3:1 ვიერა (80-პენ), 4:1 ლომბანი (92 ს. კ.)
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - დ. სიმონი, ერნანი (27. დ. გარსია), გარიდო, დ. კასტელიანო - როკე, ვისენტე - ელ ჟარი, ტანა (77. ვაკასო), ვიერა - ვილიან ჟოზე (38. არაუჟო)
გრანადა (4-1-4-1): ა. ფერნანდესი - ფულკიე, ბაბენი (76. იბანიესი), ლომბანი, ბირაგი - რ. პერესი - ნ. ლოპესი (46. როჩინა), ფ. რიკო (57. ელ-არაბი), მარკესი, ედგარი - პენიარანდა
გაფრთხილება: მესა, ვისენტე, ვაკასო - პენიარანდა, მარკესი, ბირაგი, იბანიესი, როჩინა
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 5-21; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 7-11 (4-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 18 973
31 დეკემბერი
ვილიარეალი-ვალენსია 19:00
ბომბარდირები: 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 14 - ნეიმარი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ლუკას პარესი (დეპორტივო).
მომდევნო ტური
2 იანვარი:
ესპანიოლი-ბარსელონა, ატლეტიკო-ლევანტე, მალაგა-სელტა
3 იანვარი:
რაიო ვალეკანო-რეალ სოსიედადი, ბეტისი-ეიბარი, გრანადა-სევილია, დეპორტივო-ვილიარეალი, ბილბაო-ლას პალმასი, ვალენსია-რეალი
4 იანვარი:
სპორტინგი-ხეტაფე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"