ისკომ "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა ითხოვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ისკო ალარკონმა "სამეფო გუნდის" ხელმძღვანელობას მისი "მანჩესტერ სიტიში" გაშვება სთხოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ Sport.es-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ფლორენტინო პერესთან საუბრისას განაცხადა, რომ კლუბის დატოვება სურს.

"მანჩესტერ სიტი" ესპანელ ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს იხდის.

ესპანელით ასევე ფრანგული პსჟ არის დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში ისკოს ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული