არგენტინელი მერსესაიდული "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" 2008 წლის აგვისტოს გადაბარგდა და მას შემდეგ კატალონიური გუნდის მაისურით 255 უგოლო შეხვედრა ჩაატარა. ამ მაჩვენებლით ის ჰოლანდიელ მაიკლ რაიციგერს დაეწია, რომელსაც 1997-დან 2004 წლის ჩათვლით 254 უგოლო შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.
მასკერანოს ანგარიშზე "ბარსელონას" მაისურით 4 ავტოგოლია, "ლივერპულში" ასპარეზობისას კი მან 2 გოლი გაიტანა.