ნეიმარის არაჩვეულებრივი გამოფენა - ბრაზილიელმა ტატუების ისტორია მოყვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ნეიმარმა საკუთარ გულშემატკივრებს მოუყვა - რა ისტორიები იმალება მისი ტატუების უკან...

ცხოვრება - ხუმრობაა (მხარი)
"საკუთარ თავს ამ ფრაზასთან ვაიგივებ. არ არის საჭირო ცხოვრების ძალიან სერიოზულად აღქმა. უნდა დატკბეთ ყოველი მომენტით", - ასე ამბობს ნეიმარი ინგლისურად დაწერილ ფრაზაზე Life is a joke.

ჩუმად... (თითი)
"ბარსელონაში" გადასვლასთან ერთად, ფორვარდს არა მხოლოდ ესპანურ საგადასახადო სამსახურებთან შეექმნა პრობლემები. ფეხბურთელს აკრიტიკებდნენ ნაკრებსა და კლუბში წარუმატებელი მატჩებისთვის. და ნეიმარმა გადაწყვიტა იგივე ტატუ გაეკეთებინა, როგორიც მომღერალ რიანას აქვს.

Sportall.Ge
"Shhh - ეს არის მოწოდება იყო
მშვიდად მაშინ, როცა პრობლემები წარმოიშვება", - განაცხადა ბრაზილიელმა.

ბიჭი ფაველებიდან (ფეხი)
Sportall.Ge
სულ ახალი ტატუ, რომელიც 7 დეკემბერს არის გაკეთებული. ის გვიყვება საკუთარ სახლზე, ფეხბურთსა და ჩემპიონთა ლიგაზე მეოცნებე ბიჭზე.

"ეს ახალგაზრდა ნეიმარია, ის იხსენებს ფაველას, სადაც გაიზარდა და სადაც არის მისი ფესვები. და ეს ყველაფერი, წლებთან ერთად, უკან დარჩა", - თქვა ტატუს ოსტატმა მიგელ ბოიგესმა.

დის პორტრეტი (მხარი)
Sportall.Ge
ნეიმარი ძალიან ახლოს არის თავის დასთან რაფაელასთან. ერთხელ მისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა.

"ავიღე ფოტო, რომელიც მან სოციალურ ქსელში დადო და მისი მიხედვით ტატუ გავიკეთე. რაფაელა ვერაფერს ხვდებოდა. და როცა დაინახა, წამოიძახა: "ეს მე ვარ". მე კი ვუპასუხე: "მეტი არაფერი? მადლობასაც არ მეტყვი?" მაგრამ შემდეგ რაფაელა აზრს ჩაწვდა და მადლობა გადამიხადა".

ყველაფერი გაივლის (ყელი)
Sportall.Ge
ნეიმარისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტატუ: "კარგი მომენტები ჩაივლის. ასევე ცუდიც. მუდმივად ვცდილობ დავტკბე ყოველი სასიხარულო წამით. ეს ფრაზა მე მახასიათებს".

გვირგვინი და ბურთი (ფეხი)
Sportall.Ge
რაღაც მომენტში ფორვარდი მიხვდა, რომ მას არც ერთი ტატუ არ აქვს საფეხბურთო თემაზე. ამიტომაც სხეულზე ბურთი დაიხატა. ტატუს ოსტატმა კი გვირგვინი და ბიჭი დაამატა.

"ეს ბიჭი მე ვარ, - დაადასტურა ნეიმარმა. - ჩვეულებრივ, ასე ვზეიმობ გოლს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული