"რეალი" ბენიტესს კომპენსაციის სახით 7 მილიონ ფუნტს გადაუხდის

AutoSharing Option
ესპანელი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ კლუბიდან დაითხოვა, კომპენსაციის სახით 7 მილიონ ფუნტს მიიღებს. 55 წლის სპეციალისტი "სამეფო გუნდში" დანიშვნიდან 7 თვეში გაათავისუფლეს.

სხვათა შორის, მანამდე მსუყე კომპენსაცია ბენიტესმა ჯერ "ლივერპულიდან" (4 მილიონი ფუნტი), შემდეგ კი "ინტერიდან" (3 მილიონი ფუნტი) დათხოვნის დროს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ გუნდს რაფაელ ბენიტესის წასვლის შემდეგ ფრანგი ზინედინ ზიდანი წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული