Sun-ის ცნობით, მადრიდული კლუბი მზადაა 22 წლის ფეხბურთელში 130 მლნ ევრო გადაიხადოს.
მიმდინარე სეზონში პოგბამ, რომელსაც ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, 25 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ფრანგის აგენტი მინო რაიოლა აცხადებდა, რომ მისი კლიენტი 100 მლნ ევროზე მეტი ღირს.