მადრიდის "რეალი" მზადაა პოლ ბოგბაში 130 მლნ ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ამ წლის ზაფხულში, ტურინის "იუვენტუსისგან" საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის პოლ ბოგბას შეძენას შეეცდება.

Sun-ის ცნობით, მადრიდული კლუბი მზადაა 22 წლის ფეხბურთელში 130 მლნ ევრო გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში პოგბამ, რომელსაც ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, 25 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ფრანგის აგენტი მინო რაიოლა აცხადებდა, რომ მისი კლიენტი 100 მლნ ევროზე მეტი ღირს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული